ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

16 აპრილი, 2026

ივანე ჯავახიშვილი - 150

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დავით გვრიტიშვილის მონოგრაფია „ივანე ჯავახიშვილი ქართლის ცხოვრების მესაიდუმლე“ და ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა სრული აკადემიური კრებულის პირველი ტომი, რომელიც 2026 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთობლივი ინიციატივით გამოიცა და საფუძველი ჩაუყარა 20-ტომიან ფუნდამენტურ სერიას. აღნიშნული გამოცემა აერთიანებს ჯავახიშვილის მნიშვნელოვან ნაშრომებს ისტორიის თეორიასა და წყაროთმცოდნეობაში, ხოლო მონოგრაფია მიმოიხილავს მეცნიერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, მის საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას, აგრეთვე მის არსებით წვლილს ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების განვითარებაში.